07/01/2022
13:12
პოლიტიკა
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და მას უბრალოდ საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. მისივე თქმით, იუნესკოს სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 11 ივლისის ნაცვლად 5 ივლისი შეცდომითაა ჩაწერილი.
„იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა.
მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული, სადაც აღნიშნულია, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024