12/11/2024
23:14
მსოფლიო
29 წლის ჰეიდი და 26 წლის ჰანა გასულ წელს დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი ნიუკასლის უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისას გაიცნეს. ერთ დღესაც, როდესაც წყვილი ძველ ფოტოალბომს ათვალიერებდა, ჰანას ფოტოების კოლექციაში მათ საერთო სურათი აღმოაჩინეს, რომელიც 2003 წელსაა გადაღებული.
როგორც აღმოჩნდა, ჰეიდი და ჰანა უნივერსიტეტში გაცნობამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში შეხვდნენ ერთმანეთს. მათი მშობლები იხსენებენ, რომ ამ წელს ორივე თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე ოჯახებთან ერთად ისვენებდა და სანაპიროზე თამაშისას ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. საზაფხულო თავგადასავლის სამახსოვროდ კი ჰანას დედამ ფოტო გადაიღო.
ჰეიდი ნიუკასლის უნივერსიტეტში ბიზნესსა და ეკონომიკას, ჰანა კი ფსიქოლოგიას სწავლობდა. 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა გასულ წელს იქორწინა და საბოლოოდ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდნენ.
ბავშვობის ისტორიის გახსენებისას ჰანამ მათი ურთიერთობის დეტალები ეპიზოდურად გაიხსენა. თურქეთის კურორტზე გაცნობილი მეგობარი არც ჰეიდის დავიწყებია, მაგრამ მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და რომ არა შემთხვევითობა, ისინი, ალბათ ვეღარასდროს ნახავდნენ ერთმანეთს.
0
0