28/04/2023
23:26
კულტურა
ისტორიაში პირველად, პოპულარული საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია, შესაძლოა, ქართველ ბავშვს გადაეცეს.
13 წლის ნიკოლოზ ლოლაძე ერთდროულად 2 კატეგორიაშია ნომინირებული - როგორც მწერალი და როგორც ილუსტრატორი. ხატვა 5 წლისამ დაიწყო, საბავშვო მოთხრობების წერა კი 9 წლის ასაკში. საყვარელი წიგნი ლინდგრენის პეპი გრძელიწინდაა, შესაბამისად, პირველად სწორედ პეპი დახატა.
ბავშვური ფანტაზია კიდევ უფრო შორს წავიდა და 13 წლის ასაკში პეპის სხვა ისტორია შექმნა. როგორია უკვე სხვა ბავშვების ბებია პეპი - სწორედ ეს არის ნიკოლოზის ახალი მოთხრობის ლაითმოტივი.
მოხვდება თუ არა ნიკოლოზ ლოლაძე ასტრიდ ლიდ გრენის პრემიის ფინალისტებს შორის, ეს მაისში გახდება ცნობილი. ნიკოლოზის გარდა საქართველოდან კიდევ ორი, თუმცა უკვე ზრდასრული მწერალია წარდგენილი.
0
0