30/05/2023
21:50
სპორტი
გროზნოს "ახმატის" 34 წლის მეკარე გიორგი შელიამ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.
ფეხბურთელი აღნიშნავს, ამის შესახებ სფფ-შიც იცოდნენ, ერთხელ დაურეკეს, თუმცა შემდეგ აღარავინ გამოხმაურებია.
ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შელია ქართულად კარგად საუბრობს, მე-9 კლასამდე ის სამშობლოში ცხოვრობდა და ქართულ სკოლაში დადიოდა. თუმცა შემდეგ რუსეთში გადავიდა და იმ ქვეყნის მოქალაქეა. ასევე ირკვევა, რომ 6 თვის წინ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურდა, თუმცა უარი მიიღო.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობთ... რომელი ქვეყნის?
- ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ისინი არ მიმჩნევენ. როგორც ჩანს, ჩემი თავი არ სურთ.
- გქონდათ ადგილობრივ ფედერაციასთან კონტაქტი?
- ერთხელ დამირეკეს, როდესაც "ტამბოვში" ვთამაშობდი. გაუკვირდათ, ქართულად ასე კარგად რომ ვსაუბრობდი.
ისინი გაოცდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდნენ.
- საქართველოს მოქალაქეობა გაქვთ?
- არა, არ მაქვს.
- რატომ? სცადეთ გაკეთება თუ ნაკრებში რომ არ გიძახებდნენ, საჭიროდ აღარ ჩათვალეთ?
- ვცადე ქართული პასპორტის გაკეთება ნახევარი წლის წინ, მაგრამ არ მომცეს. დოკუმენტაცია შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვსაუბრობ და მეცხრე კლასამდე იქ ვსწავლობდი. მქონდა გასაუბრება, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა საბოლოო ჯამში უარი მივიღე.
მე მაქვს ჩემი ვარაუდები ამასთან დაკვშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ სიტუაცია უცნაურია", აცხადებს ფეხბურთელი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შელიას ჰყავს ქართველი მეუღლე და შვილი. გრანდიოზული ქორწილი თბილისში, რამდენიმე წლის წინ გადაიხადა. ამასთან, თბილისში ცხოვრობენ მისი დედა და და.
0
0