03/04/2024
10:50
კულტურა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ "სუხიშვილებს" გადაეცა 184 ერთეული სასცენო სამოსი, კერძოდ, 24 კომპლექტი ჩოხა, 50 ერთეული შარვალი, 50 ერთეული ახალუხი, 40 ცალი ყაბალახი, 20 ერთეული ხორუმის შარვალი.
"2022 წელს კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ "სუხიშვილებს" გადაეცა 212 ერთეული სასცენო სამოსი და აქსესუარი, კერძოდ, 38 კომპლექტი ჩოხა, 20 ცალი მამაკაცის "ხევსურულის" გულისპირი, 36 ცალი ქუდი (20 "ხევსურულის" და 16 ყარაჩოხელის), ოთხი კომპლექტი ქალის კაბა, 81 შარვალ-ახალუხი, 32 წყვილი პაჭიჭი.
ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია "ფაფანაკმა", რომელთანაც კულტურის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სასცენო სამოსი შეკერა რვა ფოლკლორული ანსამბლის: "შავნაბადას", "ადილეის", "იალონის", "მარგალიტის", "გურჯაანის", "მთიების", ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისა და "სათანაოსთვის". ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს კულტურის სამინისტრომ სასცენო სამოსი დაამზადებინა ასევე ათი ანსამბლისთვის: "აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი", ა(ა)იპ "ხალხური სიმღერისა და ცეკცის ანსამბლი ნართები", ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი", ა(ა)იპ "თუთარჩელა-2004", ა(ა)იპ "ანსამბლი მე რუსთველი", სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი", სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი, კვინტეტი "ურმული" (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა"), ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024