20/03/2024
22:17
კონფლიქტები
20 მარტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ "სოხუმში მცხოვრები მეგობრებისგან" მიიღო ფოტომასალა, რომლებშიც ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები ჩანს.
ამის შემდეგ, რამდენიმე საათში გავრცელდა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ტერიტორია. კადრებში კარგადაა ასახული, რომ ამ არეალში ინდუსტრიული სამუშაოები მიმდინარეობს და მიწის დიდი ნაწილი გადათხრილია.
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 2024 წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა წელს დაიწყოს.
ამასთან, SPNEWS-ი უკვე წერდა, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც SPNEWS-ს ადგილობრივები ეუბნებიან, სატვირთო შემადგენლობების გამო რკინიგზისა და საავტომობილო გზების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დღისითაც კი ფერხდება.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024