24/01/2025
23:35
პოლიტიკა
გამოვრიცხავ, რომ თავად სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტია დააფუძნოს, რადგან ის მის უნიკალურ როლს დაკარგავს და იქნება ერთ-ერთი პოლიტიკურ პარტიის ლიდერთაგანი დ არაფრით განსხვავებული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობდეს, რომ უკმაყოფილოა არსებული ოპოზიციური პარტიებით, ასეთი დამოკიდებულება მისგან ნამდვილად არ შემიმჩნევია, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არაგონივრული, არაპრაგმატული. მაშინ ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოვიდოდა და იტყოდა, რითაა უკმაყოფილო. ის ამას არ ცდილობს, არც ცდილობდა. მე მთლიანად გამოვრიცხავ, რომ თავად სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტია დააფუძნოს, რადგან ის მის უნიკალურ როლს დაკარგავს და იქნება ერთ-ერთი პოლიტიკურ პარტიის ლიდერთაგანი დ არაფრით განსხვავებული არ იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ფორმულას" ეთერში.
0
0