13/11/2024
23:22
პოლიტიკა
„მე ვიცი ერთი რამ, 10 დღის ვადაში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„თეორიულად შესაძლებელია ასეთი, რამ: არჩევნები გაიმართა კანონმდებლობის სრული დაცვით, არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მთელი საზოგადოება აღიარებს არჩევნების შედეგებს. ეს არჩევნები ვთქვათ, წააგო მმართველმა პარტიამ და პრეზიდენტი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი და პრეზიდენტმა არ დანიშნოს პირველი სხდომა იმიტომ, რომ არ მოეწონა არჩევნების შედეგები. ყველა ვიტყვით, ეს ქნა პრეზიდენტმაო, როგორ შეიძლება არ დანიშნოსო. არავის არ უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება. აქედან გამოსავალი უნდა არსებობდეს. ეს გამოსავალი არის ნორმის განმარტებაში ამ შემთხვევაში. მე ვიცი ერთი რამ, 10 დღის ვადაში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს“ - განაცხადა ხმალაძემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024