26/11/2024
10:31
მსოფლიო
აშშ-ის სასამართლომ დახურა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსამართლე ტანია ჩუტკანმა სასწრაფოდ დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ.
The Hill-ი წერს, რომ საქმე ყოველგვარი დათქმის გარეშე დაიხურა, თუმცა არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ მთავრობამ შეძლოს კვლავ წაუყენოს ბრალდება ტრამპს მიერ მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ.
სმიტმა ანალოგიურად მოითხოვა ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების მოხსნა ფლორიდაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია 2021 წელს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო გამოყენებაში.
0
0