(VIDEO)ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
31/10/2024
10:40
მსოფლიო
A-
+A
ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინიმუმ 92 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა, ორი - ვალენსიის დასავლეთით, კასტილა-ლა მანჩაში და ერთი მალაგაში.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია.
ოთხშაბათს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დახმარების გასაწევად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, მაგრამ დატბორილი გზების და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო მაშველთა ბევრი ჯგუფი ქალაქებს მოწყვეტილია.
0
0
61
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%