03/08/2024
17:32
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ახალი საკლუბო სეზონი „ნიურბერგის“ კარში გატანილი ჰეთთრიქით დაიწყო და „კარლსრუეს“ პირველი სამი ქულა მოუტანა – 3:2.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი „კარლსრუესთვის“ ცუდად დაიწყო. 31-ე წუთისთვის ქართველი თავდამსხმელის გუნდი 0:2 მარცხდებოდა.
ზივზივაძემ პირველი გოლი 45+2-ე წუთზე გაიტანა. ბუდუმ „ნიურბერგის“ კარი მეორედ 73-ე წუთზე აიღო, ხოლო თავის გუნდს მან გამარჯვება 79-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა. ფეხბურთელის გერმანულ კარიერაში ეს პირველი ჰეთთრიქია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, „კარლსრუემ“ კი გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა.
იხილეთ ვიდეო:
0
0