17/01/2022
18:54
ეკონომიკა
„დივერსიფიცირების ღონისძიებებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ყოველწლიურად უნდა შევამციროთ, რაც ახალ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა შედარებით ნაკლებია, უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობას გულისხმობს.
გასულს წელს პირველად, აშშ-ის ბაზარზე, რომელიც მარკეტინგული კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა შერჩეული, უკვე მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა ქართული ღვინის ექსპორტი. ჩვენი მიზანია აქტიურად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ინდივიდუალური მარკეტინგული ინიციატივების მხარდაჭერას უკავშირდება და რაც სავაჭრო მარკეტინგის თანადაფინანსებას გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან. პროგრამის პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში გვქონდა და მეღვინეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველოდებით დივერისიფიცირების გაძლიერების და აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში. ვფიქრობ, ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024