03/08/2024
19:58
სპორტი
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი მომავალი კარიერის შესახებ აზრი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს 2026 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი ესპანეთის ჩემპიონთან.
„ვფიქრობ, „რეალი“ ჩემი ბოლო კლუბი იქნება კარიერაში.
არ ვიცი, რამდენად მექნება შესაძლებლობა გავწვრთნა ეროვნული ნაკრები. ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით იდეა მაინც და მაინც არ მომწონს, რადგან ამ შემთხვევაში დავკარგავ იმას, რაც ყველაზე მეტად მომწონს – ყოველდღე მუშაობის შესაძლებლობას. მე მართლაც მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.
ეს ჩემი 29-ე სეზონია მწვრთნელის რანგში. სიმართლეა, რომ ბევრი მოვიგე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი ტიტული წავაგე“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები ტელეკომპანია ESPN-ს.
65 წლის სპეციალისტი 2013-15 წლებში წვრთნიდა „რეალს“ და 2021 წელს დაბრუნდა გუნდში.
0
0