18/10/2021
18:07
საზოგადოება
"დღევანდელ დღეს მინდა, კიდევ ერთხელ მოვიგონოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენი დაღუპული მებრძოლების ოჯახებს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ დიად სულებს",_ განაცხადა კობა კობალაძემ.
მოგვიანებით, კობა კობალაძე, თბილისი მოლში, ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა და ვეტერანთა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.
17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს; დღეისათვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული.
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
0
0