21/04/2024
13:52
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - "დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები“. მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე - საქართველოს ეროვნული პავილიონი ევროპელი სპეციალისტების შეფასებით, შვიდ აუცილებლად სანახავ საუკეთესო პავილიონს შორისაა.
ამგვარი მაღალი შეფასება პირველია საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის 20-წლიან ისტორიაში. პროექტის წარმდგენია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი "არტვილა გარიყულა“, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი ვენეციის ბიენალეზე - ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული.
გამოფენის კონცეფცია 2024 წლის ვენეციის ბიენალეს - "გლობალურ მოდერნიზმს“ ეხმიანება.
უკვე მესამე წელია კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ეროვნულ პავილიონში ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის ხელოვნების რეზიდენცია ეწყობა.
წელს, 14 ახალგაზრდა თანამშრომელი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან შვიდი თვის განმავლობაში იმუშავებს საქართველოს ეროვნულ პავილიონში და მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს.
0
0