29/04/2024
01:55
სამართალი
ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც მიშველაძე აცხადებს, ელოდება მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და ადვოკატის შესვლას, რის შემდეგაც ექნება ინფორმაცია მისი მდგოამრეობის შესახებ.
მისი შეფასებით, პეტრიაშვილის დაკავება იყო უკანონო.
„უცნობი ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უსაფრთხოდ არის, თქვეს განვარიდეთ ტერიტორიასო. მაშინვე მივხვდი, რომ პოლიციელი იყო და ამის შემდეგ დავუკავშირდი სახალხო დამცველს. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა თავად პოლიციამ და მითხრეს, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი. ამ ეტაპზე, დანარჩენი არ ვიცი. ველოდები ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას. გავიგებთ, როგორია მისი მდგომარეობა.
ეს არის უკანონო დაკავება და საერთოდ ყველაფერი, რასაც პოლიცია აკეთებდა, ეს არის უკანონობა, ღალატი მონობა და ყველანი ესენია არიან რუსი პოლიციელები. დროშიან ახალგაზრდებს უნდოდათ სცენაზე დროშის 2-ჯერ გაქნევა და ამაზე ამხელა ამბავი რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები.
ეს ყველაფერი გამიზნულია ადამიანების დაშინების, დაშანტაჟების მიზნით. ვერავინ შეგვაშინებს, ვერც დაჭერით, ვერც ვერაფრით“,- განაცხადა მიშველაძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. შსს-ს განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს
0
0