28/11/2024
20:51
საზოგადოება
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე.
საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”; “წადით”.
“ქართული ოცნების” ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.
აქცია გორგასლის ქუჩაზე მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0