06/06/2023
21:19
სამხედრო
“ვაზიანის ყოფილ აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა, ფაქტობრივად ნატო-ზე უარის თქმას ნიშნავს”, - ამის შესახებ პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ განაცხადა.
„მე არ ვიცი ამ ხელისუფლებას პრორუსულს ვინ ეძახის, პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა. ვნახეთ, რა განცხადებები გააკეთა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს გადადგმული ყველა ნაბიჯი და განცხადება იყო ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და ემსახურებოდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვებას.
ჩვენ ვხედავთ ქმედებას ვაზიანის სამხედრო აეროდრომთან დაკავშირებით, ეს ფაქტობრივად, არის ნატო-ზე უარის თქმა. ეს არის ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო ბაზა არის ვაზიანის სამხედრო ბაზა და იქ არ შეიძლებოდა ამ ინფრასტრუქტურის შეტანა, ეს ნიშნავს ნატო-ს საწვრთნელ ცენტრზე უარის თქმას. კოპიტნარში გააკეთონ, რატომ იქ არ აკეთებენ?! ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი კოჭის გაგორება პუტინისთვის და ამ საკითხში დაწინაურებულია ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს აქვს ეს ნიშა, რომ ის არის საქართველოში რუსული პროპაგანდის ფლაგმანი. მთელ მსოფლიოში დადის, იმიტომ რომ რუსული პროპაგანდის ნარატივები გააჟღეროს და დააზიანოს საქართველო.
მალე, ალბათ, ამათი პოლიტიკის შედეგად ყველა ქვეყანაში ჩაფრენას აგვიკრძალავენ და რა ინფრასტრუქტურას გვიქმნიან ვაზიანში? რომ რუსების სამხედრო თვითმფრინავები კარგად დაფრინდნენ?“, - განაცხადა ბარბაქაძემ.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი აეროპორტის მშენებლობა გუშინ დააანონსა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024