23/02/2022
19:38
რეგიონები
,,მინდა გამოვეხმაურო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და პარტია ,,საქართველოსთვის“, გამართეს არაუფლებამოსილი სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ, კანონის უხეში დარღვევით, მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - უკანონოდ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე.
მათ დანერგეს კანონდარღვევების იმგვარი პრაქტიკა, რომელსაც ცივილურ სამყაროში ანალოგი არ აქვს.
ზემოთ აღნიშნულს წინ უსწრებდა 9 თებერვალს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები: საკმარისი კვორუმის არქონის მიუხედავად, თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით, გადაირჩიეს დროებითი კომისიის წევრები და ცნეს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება.
დღეს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით, მათ გათელეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და მოახდინეს კანონის სრული უგულვებელყოფა.
მოვუწოდებ ამ უკანონობის ავტორებს, საზოგადოება არც ამჯერად დაიჯერებს თქვენს მორიგ სიყალბეს.
ჩვენ სარჩელით მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ ამ უკანონობის სასამართლოს გზით შეჩერებას.
ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის განვითარებისკენ, საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული.
ამდენად, ჩვენ არ დავუშვებთ მსგავსი უკანონობის დაკანონებას!“,- აცხადებს გადელია.
ცნობისთვის, დღეს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს.
"პარტია საქართველოს" წარმომადგენელს ირაკლი კაჭარავას მხარი 17 წევრმა დაუჭირა,მისი ჩათვლით. სულ საკრებულოში 33 წევრია, აქედან 16 "ქართული ოცნება", 13 "ერთიანი ნაცინალური მოძრაობა" და 4 "პარტია საქართველოსთვის".
0
0