27/05/2022
11:48
მსოფლიო
განახლებული ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებულ სანქციების გაძლიერებასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვის დროს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს. რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, ეს შედეგი მიუთითებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა.
ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ მოსალოდნელი შედეგი უკვე აშკარა იყო მარტში, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა დაგმო.“
„ორმოცმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა, ერაყმა, ვიეტნამმა, სამხრეთ აფრიკამ, ალჟირმა, პაკისტანმა და სხვებმა, უარი განაცხადა რუსეთთან დაპირისპირებაზე. ამ სახელმწიფოების მოსახლეობა 4,47 მილიარდ ადამიანს შეადგენს, ე.ი. მსოფლიოს მოსახლეობის 57,3%-ს.
გაეროში, უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების მიღმა, სინამდვილეში, ხშირად უმცირესობა დგას... ჯო ბაიდენი გაეროს რეფორმირებას ცდილობს, რათა შეერთებული შტატების პოზიცია გაამყაროს. მას საშინლად სურს, შეინარჩუნოს მონოპოლარული მოდელი, რომელიც უკვე მოძველდა“, - თქვა ვოლოდინმა.
0
0