ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ სლემზე ვერცხლი მოიპოვა
25/06/2023
14:19
სპორტი
A-
+A
ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალი მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან დათმო და ვერცხლი მოიპოვა.
ქართველი ფალავანი იპონით ოქროს დროში დამარცხდა.
მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით დღეს სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ვიხილეთ.
მანამდე, 34 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ აარონ ვოლფს სძლია.
დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელი კიდევ ორი სპორტსმენი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდნენ. რეპეშაჟში დათმო საკუთარი ორთაბრძოლა სანებლიძემ, ხოლო ინანეიშვილმა ტრავმის გამო ჭიდაობა ვეღარ მოახერხა.
0
0
346
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%