25/06/2023
12:08
სპორტი
მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით დღეს სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ) ვიხილავთ – ნაკრების კაპიტანი ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
34 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ აარონ ვოლფს სძლია. ვარლამი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდება.
დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელი კიდევ ორი სპორტსმენი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდნენ. რეპეშაჟში დათმო საკუთარი ორთაბრძოლა სანებლიძემ, ხოლო ინანეიშვილმა ტრავმის გამო ჭიდაობა ვეღარ მოახერხა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
0
0