ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, აცრა ჩატარებული უნდა ჰქონდეს ყველა მშობელს - ამირან გამყრელიძე
17/10/2021
13:22
საზოგადოება
A-
+A
მშობლები და მასწავლებლები არ არიან აცრილნი, ამიტომ გადადის ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კლასი და სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებლების მხოლოდ 52%-ია ორჯერადად აცრილი.
„ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა მასწავლებელი და სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეს ყველა მშობელს, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე. ყველამ კარგად ვიცით, სწავლის საკლასო ფორმას ბავშვის განათლებასა და განვითარებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, ავიცრათ, თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს უსაფრთხო და ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
0
0
646
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%