27/10/2023
15:51
კულტურა
ბრიუსელში „ევროპალიაზე“ ყოფნისას მუსიკით ერის სათქმელს ვამბობთ. ვამბობთ სათქმელს იმ ენით, რომელსაც არც თარგმნა სჭირდება, არც ზედმეტი ახსნა, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი აცხადებს.
„მუსიკა ყველაზე მეტად ამბობს ადამიანის სათქმელს, ერის და კაცობრიობის სათქმელს. მუსიკა არის ღმერთის საუბარი ჩვენთან. მუსიკა სრულყოფილების და მშვენიერების ენაა. ქართული მუსიკა ამბობს იმასაც, რომ ჩვენ ვართ უდიდესი კულტურის, ტრადიციის ხალხი, თვითმყოფადია ჩვენი კულტურა და ამავე დროს ესთეტიკით, მსოფლმხედველობით, რელიგიით, ფილოსოფიური აზროვნებით ჩვენ ევროპულია ნაცია ვართ. ჩვენ ბრიუსელში „ევროპალიაზე“ ყოფნას ამ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან აქ მუსიკით ერის სათქმელს ვამბობთ. ვამბობთ სათქმელს იმ ენით, რომელსაც არც თარგმნა სჭირდება, არც ზედმეტი ახსნა. ისეთი ორმხრივი ემოციური კავშირი იყო, რომ ვფიქრობთ ჩვენი ემოციებით და მუსიკით ვართ ევროპული სამყაროს წევრები და ახლა ჯერია პოლიტიკოსებზე, რამდენად ახლოს არიან ამ ჰარმონიასთან, სილამაზესთან, რასაც ვატარებთ და რაც გვანათესავებს აქაურობასთან“, - აღნიშნა ჯანგულაშვილმა.
0
0