22/01/2025
13:32
მედიცინა
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაშავებული პაციენტების სამკურნალო კლინიკებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. როგორც BBC-ის ფეოფანიას კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილემ ანდრეი სტროკანმა განუცხადა, კლინიკაში მოთავსებული ყველა პაციენტის 80%-ზე მეტს აღენიშნება ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკრობებით.
,,ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციები ხშირად სამედიცინო დაწესებულებებიდან წარმოიქმნება. სამედიცინო პერსონალი ცდილობს, დაიცვას მკაცრი ჰიგიენური პროტოკოლები და გამოიყენოს დამცავი აღჭურვილობა ამ ინფექციების გავრცელების შესამცირებლად, მაგრამ კლინიკები გადატვირთულია ომში დაშავებული ადამიანებით. ქირურგიულ განყოფილებებში არის ერთი ექთანი, რომელიც 15-20 პაციენტს უვლის. მას ფიზიკურად არ შეუძლია საჭირო სიხშირით ხელების დაბანა, რათა არ გავრცელდეს ინფექციები. ამ გარემოებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საშიში ბაქტერიების გამრავლებაზე. ომის პირობებში, პაციენტები ექვემდებარებიან ინფექციის გაცილებით მეტ შტამს, ვიდრე ისინი მშვიდობის დროს ინფიცირდებიან. მიკრობიოლოგიური კონტროლის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ისინი [ბაქტერიებს] უფრო ავრცელებენ. ეს კატასტროფაა," - თქვა ანდრეი სტროკანმა.
როგორც ცნობილია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ბაქტერიები ვითარდებიან და სწავლობენ, თუ როგორ დაიცვან თავი ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტებისგან.
0
0