13/10/2022
16:35
სამართალი
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იკითხება.
როგორც გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკში შადრევნის ჩაბარება ექსპერტიზის საფუძველზე მოხდა.
მისივე თქმით, შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა გია გიგაშვილმა.
ამასთან, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებიც, რადგან ამ კომპანიის ჩაატარა ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
0
0