14/02/2022
14:56
ეკონომიკა
„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად - 47.6 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და ის 331.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ასევე გაზრდილია იმპორტიც 38.5 პროცენტით და შეადგენს
778.1 მილიონ დოლარს. ზოგადად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2022 წლის იანვარში, იყო რეკორდულად მაღალი და მან 1,109.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის კუთხით და ინვესტორებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველომ სუვერენული რეიტინგი „BB“ სტაბილური შეინარჩუნა.
„იცით, რომ რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო, ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური „BB“ რეიტინგი, იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, რაც ასევე მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024