29/12/2021
15:24
პოლიტიკა
მისივე თქმით, ამ ორ ახალ სამსახურში დაახლოებით 120 თანამშრომლის გარანტირებული გადაყვანა იქნება უზრუნველყოფილი.
„საგამოძიებო დეპარტამენტი არის გამოძიების ნაწილი და გთავაზობთ, რომ ავტომატურად, კანონის ძალით საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიციები. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული.
რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში მრჩეველს, ეს არის ის დეპარტამენტები და პოზიცია, რომელიც განეკუთვნება პერსონალთა მონაცემთა დაცვას. გთავაზობთ, რომ შესაბამისი თანამშრომლები, დეპარტამენტების თანამშრომლები, რა თქმა უნდა, დეპარტამენტების ხელმძღვანელების და მრჩევლის ჩათვლით, იყვნენ წრმოდგენილი ავტომატურად, უკონკურსოდ ახალ სამსახურში პერსონალური მონაცემების ნაწილში.
შედარებით რთული საკითხია, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს. ესაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და მონიტორინგი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი და გენინსპექცია. შვიდი დეპარტამენტი არის ზოგადი ადმინისტრაციული ფუნქციებით დატვირთული. ამ შემთვევაში გთავაზობთ, რომ საკუთარი არჩევანის შესაბამისად მივცეთ საშუალება თითოეული დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, გადანაწილდნენ ამ ორ სამსახურში. ანუ მათი ნების შესაბამისად, გადანაწილდნენ ამ ორ სამსახურში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროექტის მიხედვით ეს არის მისაღები. უზრუნველყოფილი იქნება დაახლოებით 120 თანამშრომლის გარანტირებული გადაყვანა ორ ახალ სამსახურში, რომელიც შეიქმნება ერთის სამსახურის ბაზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024