27/02/2023
12:01
მედიცინა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ილია ლომიას განცხადებით, სააკაშვილს უკვე ერთი კვირაა კიდურების გაუსაძლისი ტკივილი აქვს.
ლომია ამბობს, რომ სააკაშვილს საუბარიც კი უჭირს.
"ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილის კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ლოგინიდან ვეღარ დგება, ტკივილები აქვს, კიდურებში ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ, საუბარიც უჭირს, არ უნდა საუბარი... უხასიათოდ, უმწეო მდგომარეობაშია მივარდნილი.
სიმართლე გითხრათ ასეთ მდგომარეობაში მე არასოდეს მინახავს. ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა საუბრის სურვილიც აღარ აქვს. ფაქტობრივად არაფერზე არ საუბრობს. ჩვენი შეხვედრა შემოიფარგლება იმით რომ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს და რამდენიმე წუთის შემდეგ ვტოვებთ მის პალატას. 1 კვირაა უკვე ასეთ მდგომარეობაშია“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024