05/11/2021
16:12
სამხედრო
„დიდგორი 2021“ ყველა სახელმწიფო უწყების სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები თანამედროვე ნატოს სტანდარტებით არის აღჭურვილი, რომელიც საერთო საჯარისო ცენტრშია განთავსებული.
სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სწავლებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ჩატარდება. „დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებსაც მოიცავს.
0
0