09/10/2024
20:41
პოლიტიკა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წინასაარჩევნოდ ახალ პროექტს იწყებს. “უსმინეთ შალვას" - ასე ჰქვია მის რუბრიკას, რომელიც ამომრჩეველთან, ფეისბუკ-ჩართვის რეჟიმში, პირდაპირ ეთერში, კითხვა-პასუხს ითვალისწინებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
,,ჩემო ძვირფასებო, ტოტალური სატელევიზიო ბლოკადის გამო, რაც დაგვიწესა პირველ რიგში ოლიგარქიულმა ოპოზიციამ, მივიღე გადაწყვეტილება, არჩევნებამდე გადავიდეთ ფეისბუქ-ჩართვების ყოველდღიურ რეჟიმზე, რუბრიკით – “უსმინეთ შალვას”, რათა ზუსტად ავსახოთ ყოველდღიური პროცესები, რომლებიც ისტორიულია ქვეყნისა და ჩვენი მომავლისათვის.
გადაცემა დაიწყება დღეიდან, ყოველდღიურად 20:30-ზე და გაგრძელდება ნახევარი საათი. კითხვებზე ჩვეულებრივ გაეცემა პასუხი. გზადაგზა შესაძლებელია ფორმატში ჩავრთოთ ტიკტოკი და იუთუბიც.
მაშ ასე, გადადეთ ყველა საქმე, გააფრთხილეთ ახლობლები და გვიყურეთ აქ, დღეს 20 საათი და 30 წუთიდან, უსმინეთ შალვას” - წერს შალვა ნათელაშვილი.
0
0