09/10/2024
23:12
პოლიტიკა
არ არსებობს ოჯახი ისანში და სამგორში, რომელსაც არა აქვს ბანკის სესხი, არ არსებობს აქ ოჯახი, რომელსაც არ აქვს ქონება ლომბარდში. ბიძინა ივანიშვილმა აიღო და მთელი საქართველო დაალომბარდა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" არის ერთადერთი პარტია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საბანკო ოლიგარქიის დასრულების შემდეგ საქართველოში, მინიმუმ, განახევრდება საპროცენტო განაკვეთი.
"რა მოგვიყვა რამდენიმე დღის წინ ირაკლი ცრუ კობახიძემ, ირაკლი გავრილოვ-კობახიძემ; „ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ თქვენ ვერ იგრძნობთ ამას ჯიბეზე. ამას მარტო ღარიბაშვილი, კობახიძე, ჩიგოგიძე, ესენი იგრძნობენ, თქვენ იყავით გაღლეტილები, რამე არ მოითხოვოთ. მერე რა მოხდა, თუ მაფია გვაქვს აწყობილი. მაგალითად, საწვავი, ვინც აქ მოხვედით ახლა, დაგჭირდათ საწვავი, რომელიც საქართველომდე ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, მაგრამ თქვენ ყიდულობთ 3 ლარად. „ფა-ფუ!“ ლარნახევარი სად წავიდა გზაში? ვინ მოიპარა? ივანიშვილმა, ჩხარტიშვილმა, ღარიბაშვილმა - დიახ, ეს ხალხი გძარცვავთ".
ჩვენ რას ვამბობთ, რას გპირდებით? - როგორ შეიძლება, მაგალითად მედიკამენტი თურქეთში ღირდეს 10 დოლარი და საქართველოში 70 დოლარის ეკვივალენტი ლარში: წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება, თან გეუბნებათ - შეეგუეთ გაჭირვებას, ვისაც არ გინდათ შეგუება, წადით ემიგრაციაში.
სწორედ ამისთვის, 26 ოქტომბერს ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ ემიგრაციაში, ბიძინა ივანიშვილი უნდა გავუშვათ "კანიკულებზე", მის ენაზე იმ ქვეყანაში, საითაც დღეს მიგვათრევს პირდაპირი მნიშვნელობით. ემიგრანტებთან დაკავშირებით: ასიათასობით ემიგრანტია დიახ, მარტო ჩვენი რაიონიდან, ყველა მესამე პრაქტიკულად, გარბის ემიგრაციაში, არ არსებობს ოჯახი, ემიგრანტი არ ჰყავდეს. ჩვენ რას ვამბობთ: შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი იმისთვის, რომ აქედან კი არ გაიქცეს ხალხი, აქ ჩამოვიდნენ ჩვენი ემიგრანტები, თავიანთ მშობლებს, თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, აქ იმუშაონ, აქ შექმნან დოვლათი, არ იყოს გაუცხოება შვილებს, დედებს, ბებიებსა და ბაბუებს შორის.", - განაცხადა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილმა.
0
0