10/10/2024
00:06
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლება ძალადობას არ ერიდება, მოსყიდვას არ ერიდება, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს უღალატობა, ერთგულება, პატრიოტიზმი და ამ პატრიოტიზმით ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ. 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ისან-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ბეჟაშვილმა ისაუბრა მისი გაერთიანების ხედვებზე და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.
„სამგორში ვსწავლობდი, ისანში ვცხოვრობ, ქვემო სამგორში პოლიტიკურად ვმოღვაწეობ და ქვემო სამგორის რაიონულ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ და თქვენი პრობლემები ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი მთელი ცხოვრება უკავშირდება ისანს და სამგორს.
მოგესალმებით ჩემო უღალატო თანამებრძოლებო, რეალურად დღეს საქართველოში მართლა უღალატობა არის გამორჩეული თვისება და ეს თვისება თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ, რადგან ამ უღალატობით ვიცავთ დღეს ჩვენ საქართველოს ინტერესებს, ამ უღალატობით ვიცავთ ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვითხოვთ, ამ უღალატობით ერთად ვიბრძვით პარტიულად და ერთად ვიბრძვით საქართველოს გათავისუფლებისათვის. დღეს განსაკუთრებული პერიოდი უდგას საქართველოს, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს თარიღი ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი. 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, საქართველოს ევროპაში გაწევრიანების დღე, ამიტომ ერთიანობით აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და 26 ოქტომბერს გელოდებით ყველას არჩევნებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად ისან-სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ.
0
0