17/10/2021
22:36
საზოგადოება
„ნამდვილად უსამართლოდ დამაჯარიმეს. იმის გამო, რომ სახელმწიფომ ნაკლები ფული დახარჯოს კოვიდპაციენტზე, განმეორებითი ტესტი, რომელიც აჩვენებს ისევ გაქვს თუ არა, არ არსებობს. ამიტომ 10-12 დღეში ითვლება, რომ თავისით გადის, რადგან დამატებითი ფული არ დახარჯოს სახელმწიფომ ან არ დაავალდებულოს ადამიანი, რომ დახარჯოს თვითონ.
მაგრამ, როდესაც ადამიანი თვითონ გაიკეთებს PCR ტესტს და ამბობს, რომ აღარ არის ინფიცირებული, მასზე ამ 10-12 დღის გავრცელება არის ბიუროკრატია. ამას ჯანმრთელობასთან და ვირუსის გავრცელებასთან კავშირი არ აქვს. ამიტომ ვთვლი, რომ უსამართლოა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, ტესტის უარყოფით პასუხში დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე არ მივიდოდა.
„განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საკითხს და 100%-ით რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული, რომ არ მაქვს და გადამდები არ ვარ, არ მივიდოდი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე გიგი უგულავას გამოჩენას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეებმა უგულავა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მან იზოლაციის წესი დაარღვია.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.
0
0