ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
20/09/2024
10:35
მსოფლიო
A-
+A
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის“ სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა.
0
0
65
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%