დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა - მედია
20/09/2024
12:10
სამართალი
A-
+A
"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.
დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, მან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მანქანა ააფეთქა.
"კურიერის" ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზად, ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირება სახელდება.
0
0
203
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%