უპრეცედენტოდ მაღალი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი ელჩების ჩართულობა პანდემიის მართვაში - ეკატერინე ტიკარაძე
26/12/2021
11:35
საზოგადოება
A-
+A
უპრეცედენტოდ მაღალი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა პანდემიის მართვაში, ჩვენი ელჩების ჩართულობა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ყველა რთულ პერიოდში, როდესაც იყო დაბალი ხელმისაწვდომობა და კომუნიკაციის აქტიური საჭიროება სწორედ ისინი იყვნენ ვინც ჯანდაცვის წარმომადგენლებს ეხმარებოდნენ იმისთვის, რომ დროული და ეფექტიანი კონტაქტი დაგვემყარებინა და ჩვენი პაციენტების და ექიმებისთვის მიგვეწოდებინა ის რესურსი რაც შემდეგ უკვე აისახებოდა პაციენტების საუკეთესო გამოსავლებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სამინისტროს ანგარიშის წარდგენას ესწრებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ბიძინა კულუმბეგოვი, ივანე ჩხაიძე, თამარ გაბუნია და პანდემიის მართვაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები.
0
0
335
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%