27/04/2022
10:59
მსოფლიო
„“გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტის საფუძველზე, უნგრეთი კვლავ იღებს რუსულ გაზს, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით,“ - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„„გაზპრომმა“ უნგრეთს აცნობა, რომ ბულგარეთის გავლით ტვირთის ტრანსპორტირება ცალკე განიხილება,“ - იუწყება Reuters-ი.
„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ბულგარეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა შეჩერდება“, - წერს პიტერ სიიარტო „ფეისბუქზე“.
სიიარტოს თქმით, უნგრეთს რუსული გაზისთვის დაკისრებული შემდეგი გადახდის ვალდებულების ვადა 22 მაისს ამოეწურება; ქვეყანა გაზის საფასურს ევროში გადაიხდის „გაზპრომბანკში“, სადაც თანხა რუბლად გადაიქცევა.
უნგრეთი, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით, ყოველწლიურად, 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმების ფარგლებში, ხოლო კიდევ ერთ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - ავსტრიიდან.
0
0