28/11/2024
20:07
სოც-ქსელები
სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ. მან 2028 წლამდე უარი თქვას ყბადაღებულ "მოლაპარაკებების გახსნასა” და "საბიუჯეტო გრანტებისა და სესხების საკითხებზე" ანუ საქვეყნოდ ხმამაღლა განაცხადა, ყოველგვარი დახმარებების გარეშე სრული მობილიზაციით საკუთარი ძალებით ვემზადებით, რათა ყველა კრიტერიუმებით ვიყოთ მზად 2028 წლისათვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებისათვის, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად გაიხრწნა.
“ყველაზე უმთავრესი ამ ქვეყანაზე ღირსებაა. ღირსების დაკარგვის ფასად კი ნებისმიერ კავშირსა თუ გაერთიანებაში შესვლა დამამცირებელია ყველა ხალხისათვის.
შეხედა რა ჩვენი მრავალჭირნახული სამშობლოს უმძიმეს მდგომარეობას, დღევანდელმა ევროკავშირის ბიუროკრატიამ და ევროკავშირის პოლიტიკოსების ნაწილმა თავისდა სამწუხაროდ მოინდომა საქართველოს დამცირება და ეროვნული ღირსების აყრა. წლებია ამ მიზნით ევროპოლიტიკოსთა ნაწილი მუდმივ შანტაჟს მიმართავს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლოს იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ დღისით, მზისით, მთელი მსოფლიოს თვალწინ განაცხადეს 120 მლნ. ევროს გამოვყოფთ საქართველოში ხელისუფლების გადასატრიალებლადო. ამიტომაც ამ მიზნით ოფიციალურად 8 ქვეყნის წარმომადგენელი დესანტიც კი გადმოსხეს, ოდიოზური, ორჯერ გათხოვილი გერმანელი პოლიტიკოსის როთის მეთაურობით.
ევროპოლიტიკოსთა ნაწილი საბოლოოდ ისე დაეცა, რომ ევროპარლამენტის ბოლო სხდომებზე, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ მიიწვიეს და დაასწრეს გაურკვეველი სტატუსის მქონე, ამჟამად სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ექს-პრეზიდენტის დედისა და ოჯახის ახლობელი ვინმე გიორგი ჩალაძე. და სწორედ ამ არნახული, გაუგონარი ცინიზმისა და ბაკქანალიის ფონზე მიიღეს უკვე მერამდენე რეზოლუცია, რომელშიც უხეშად, ქედმაღლურად შეურაცხყოფენ საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხალხის ინტერესებს.
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად გაიხრწნა და გათახსირდა, რომ აფარებული აქვს რა ე.წ. ლობიზმი ანუ ნებადართული მექრთამეობა, ყირაზე გადადის და მიშას, კეზერას... და სხვა დამნაშავეთა მიერ ქართველი ხალხისა და ჯარისათვის წაგლეჯილი და მოპარული ფულების ხარჯზე ცივილიზებული სამყაროს თვალწინ მილიონებს აკეთებს. რითაც უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებსა და ხალხებს.
ამიტომაც სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ. მან 2028 წლამდე უარი თქვას ყბადაღებულ "მოლაპარაკებების გახსნასა” და
"საბიუჯეტო გრანტებისა და სესხების საკითხებზე" ანუ საქვეყნოდ ხმამაღლა განაცხადა, ყოველგვარი დახმარებების გარეშე სრული მობილიზაციით საკუთარი ძალებით ვემზადებით, რათა ყველა კრიტერიუმებით ვიყოთ მზად 2028 წლისათვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებისათვის, რათა 2030 წელს იმ დროისათვის უკვე მართლაც უკვე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით სავსე ევროკავშირში გავწევრიანდეთ.
სხვისი არ ვიცი და მე კი ნამდვილად მეამაყება ქართველი, რომ
ვარ და დღევანდელ საქართველოში ვცხოვრობ.” - წერს გვენეტაძე.
0
0