16/10/2022
09:53
სამართალი
ქალებზე ძალდობის თემა პრიორიტეტებიდან მოიხსნა. შსს-ს მინისტრმა , მთავრობამ, პრემიერ მინისტრმა ბოლოს როდის ისაუბრა ამ თემაზე? გახარიას მერე ასეთი რაღაც არ მომხდარა_ ამის შესახებ “საფარის” დირექტორმა ბაია პატარაიამ განაცხადა.
“ფემიციდის კუთხით მძიმე ვითარებაა. ამას წინათ პარლამენტში გვქონდა შეხვედრა, გამაოცა შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად. ასეთი დამოკიდებულება არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხალხი ხედავს პრობლემას და ცდილობს მის გამოსწორებას. ჩვენ პირველად არ ვართ მაღალი ფემიციდის წინაშე, მაგალითად 2014 წელსაც მძიმე სიტუაცია იყო და როგორ გამოვედით იმ მდგომარეობიდან კარგად მახსოვს. კანონმდებლობა ბევრად დაიხვეწა, ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, მაგრამ სერიოზული ხარვეზები გვაქვს აღსრულებაში. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის ის, რომ მოიხსნა ქალებზე ძალდობის თემა პრიორიტეტებიდან. შსს-ს მინისტრმა , მთავრობამ, პრემიერ მინისტრმა ბოლოს როდის ისაუბრა ამ თემაზე? გახარიას მერე ასეთი რაღაც არ მომხდარა და რომ ვეუბნებით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მესიჯი მუშაობს, მაგრამ არ უნდა ამ ხელისუფლებას”_ განაცხადა ბაია პატარაიამ.
0
0