14/07/2023
20:56
სპორტი
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალი ზელანდიის გუნდს შეხვდა 26:50 დამარცხდა და საბოლოოდ მსოფლიო თასაზე მერვე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ზელანდიელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის დარჩენილი დროც ზელანდიელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა – ზელანდიელებმა პირველ ტაიმში ხუთი ლელო დადეს, რასაც უმცოსმა „ბორჯღალოსნებმა ორით უპასუხეს. ტაიმი ზელანდიელებმა 33:14 მოიგეს.
მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა გაცილებით უკეთესად ჩაატარეს. ტაიმის დასაწყისში ზელანდიელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და 57-ე წუთზე აფციაურმა მესამე ლელო დადო, რომელიც ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ განაგრძობდნენ შეტევაში აქტიურად თამაშს და 63-ე წუთზე ხონელიძემ დუბლი შეასრულას, შეხევდრაში კი საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელო დადო.
შეხვედის დასკვნით ნაწილში ზელანდიელები ისევ გააქტიურდნენ და 70-ე წუთზე შეტევაში წასულ ქართველ მორაგბეებს მათი კონტრშეტევა გამოეპარათ, კალრკმა კი ამით კარგად ისარგებლა და მეექვსე ლელოს დადება მოახერხა.
ბოლო წუთზე არბიტრმა შაკო აფციაურს ყვითელი ბარათი აჩვენა, რიცხვობრივი უპირატესობით ზელანდილებმა კარგად ისარგებლეს და მეშვიდე ლელოს დადებაც მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრუდა, შედეგად მსოფლიო თასი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს, საქართველოს ნაკრები კი მერვე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
0
0