01/08/2022
10:50
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი იმედოვნებს, რომ თურქეთს, გაერო-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზას გაუხსნის.
„არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტური ვჩანდე, მაგრამ სავარაუდოა, რომ თუ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ეს შეთანხმება კარგად განხორციელდება, შესაძლოა ხელი შეეწყოს ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეთა გაცვლას და ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - თქვა იბრაჰიმ კალინმა სატელევიზიო ინტერვიუში.
კალინმა თქვა, რომ ომს, რომელშიც ორივე მხარე განიცდის დამარცხებას და მთელ მსოფლიოს ზიანს აყენებს, გამარჯვებული არ ეყოლება, რაც მიუთითებს, თუ როგორ აისახება შედეგები მსოფლიოში ცხოვრების ყველა ასპექტზე, მათ შორის, ენერგორესურსების შეძენისთვის გაწეულ ხარჯებზე, საქონლისა და საკვების ფასებზე.
კალინმა ასევე განაცხადა, რომ გემები მარცვლეულით უკვე დატვირთულია და ოდესის პორტებიდან გასასვლელად მზად არიან. კალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა საინსპექციო შემოწმების პროცედურის შემდეგ, გემებმა პორტი შეიძლება არაუგვიანეს ორ დღეში დატოვონ.
0
0