08/07/2022
18:46
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა რუსეთთან ომის დასრულების სამი სცენარი დაასახელა. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს რუსეთის დაშლა, უკრაინის გამარჯვება ბრძოლის ველზე ან მორიგი „კეთილი ნების ჟესტი“ რუსეთის მხრიდან.
„პირველი სცენარი იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც რუსეთის „კეთილი ნების ჟესტი“ იყო, როდესაც ისინი კუნძულ ზმეინიდან, კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან გაიქცნენ. ეს რამდენიმე ეტაპად მოხდება. ჩვენ ჯერ გავალთ 24 თებერვლის პოზიციებზე, შემდეგ იქნება საუბრები მანამდე ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის საკითხზე, მაგრამ ჩვენ პარტნიორების თანდასწრებით.
მეორე ვარიანტი ითვალისწინებს, რომ ჩვენ თანდათან გავანადგურებთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, იმიტომ რომ ეს რესურსების ომია. მათ ჰყავთ მეტი ხალხი, ტერიტორიები, ტანკები, თვითმფრინავები და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი მოძველებულია, ამიტომ ისინი დღეს ხორცსაკეპი მანქანის პრინციპს მიმართავენ. ეს სცენარი არ არის მოკლევადიანი და შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომდევნო წლის დასაწყისამდე.
მესამე, რუსეთისთვის ყველაზე დრამატული სცენარი ითვალისწინებს მათი ქვეყნის დაშლას და რამდენიმე სუბიექტის მიერ სუვერენიტეტის გამოცხადებას: თათრეთი, ბაშკირეთი, შორეული აღმოსავლეთი და ა.შ. ამას ჩვენ აუცილებლად მოვესწრებით, თუმცა ესეც ცოტათი ხანგრძლივი პროცესია“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
0
0