16/11/2024
11:46
პოლიტიკა
შედეგები დამოკიდებულია ხალხზე, თუ რამდენად გამოვლენ გარეთ. ამ ქვეყანაში სამართლებრივი გზებით ამ პრობლემის მოგვარება არ არსებობს. არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუციები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ, - ამის შესახებ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული.
"ეს აქცია ცესკოს საბოლოო შედეგის გამოცხადებას ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ, რასაც ეს ხალხი დღეს გააკეთებს, ჩვეულებრივად სისხლის სამართლის დანაშაულია. პროტესტი მნიშვნელოვანია, პროტესტი გაგრძელდება. ოქმი, რომელსაც დღეს გამოაცხადებენ გასაჩივრდება, ხოლო როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, მაშინ უნდა მოხდეს კულმინაცია.
ყველამ უნდა გაიაზროს თუ ქვეყანა რა გზაგასაყარზეა. გამარჯვება დამოკიდებულია ხალხზე", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
0
0