უკრაინის საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა დაიწყო
28/02/2022
20:08
ომი უკრაინაში
A-
+A
ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა, რომელზეც რუსეთის აგრესიის დაგმობის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ, დაიწყო.
სპეციალური სესიის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ კვირას მიიღო.
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის სერგეი კისლიცას განმარტებით, ასეთი სესიის გამართვა აუცილებელია იმიტომ, რომ რუსეთმა უშიშროების საბჭოს ნება არ მისცა ისე ემოქმედა, როგორც საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა რეზოლუცია რუსეთის აგრესიის დაგმობის შესახებ, რასაც მხარი 15-დან 11-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა, სამმა ქვერყანამ თავი შეიკავა. ვინაიდან, რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მან ვეტოს უფლებით ისარგებლა და რეზოლუცია დაბლოკა. ახლა მის მისაღებად აუცილებელია წევრი ქვეყნების ხმათა უმრავლესობა.
0
0
297
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%