უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება - გაერო-ში უკრაინის ელჩი
22/02/2022
10:19
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
„უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა. მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების აღიარება შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებიდან ცალმხრივ გამოსვლად,“- განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
მან მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები რეგიონიდან და გააუქმოს უკრაინის ორი რეგიონის აღიარება.
0
0
381
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%