15/07/2024
12:33
სპორტი
ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე პოლონეთში უმასპინძლებს, – ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინელები მოახლოებულ ტურნირზე ნომინალურად საშინაო მატჩებს პრაღაში, პოზნანსა და ვროცლავში ჩაატარებენ. ომის გამო, უსაფრთხოების მიზნით, უეფა უკრაინას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მატჩების გამართვის უფლებას არ აძლევს.
7 სექტემბერს უკრაინა პრაღაში ალბანეთს შეხვდება. 11 და 14 ოქტომბერს კი ნომინალურად საშინაო მატჩებს, საქართველოსა და ჩეხეთის წინააღმდეგ, უკვე პოლონეთის ქალაქებში, პოზნანსა და ვროცლავში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და B ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 2025 წლის სეზონის პირველ მატჩში „ჯვაროსნები“ 7 სექტემბერს ჩეხეთს უმასპინძლებენ.
0
0