08/11/2024
14:31
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტიდან შეერთებული შტატების გამოსვლა რთული ამოცანა იქნება.
ამის შესახებ მან რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ორი წლის განმავლობაში ისინი მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ ომი და სანქციები კარგია, ხოლო მშვიდობის მომხრეები სულელები არიან. მიმართულების უეცარი შეცვლა არ იქნება მარტივი. ეს რთული, არაკომფორტული და ძნელად გადასაჭრელი სიტუაციაა“, – განაცხადა უნგრეთის ლიდერმა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, აშშ-ის გარეშე ევროკავშირი უკრაინაში ომის დაფინანსებას ვერ შეძლებს.
„ომი ახლა ყველასთვის მთავარი საკითხია. ამერიკა ამას აღარ წაახალისებს, რადგანაც დონალდ ტრამპს სძულს ომი. ეს ჩვენზეც იმოქმედებს, რადგანაც მხოლოდ ევროპა ამ ომს ვერ დააფინანსებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისვე თქმით, უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო დააზარალა.
„ეს ომი რომ არ ყოფილიყო, ევროპის ეკონომიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ოთხი წლის წინ დონალდ ტრამპს რომ გაემარჯვა, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, რადგანაც აშშ-ში იქნებოდა ძლიერი ლიდერი. ჩვენ ძვირი გადავიხადეთ ამ ოთხ წელიწადში. მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა. დონალდ ტრამპმა ისეთ გამარჯვებას მიაღწია, ამის დანახვა შეიძლება არა მხოლოდ მთვარიდან, არამედ მარსიდანაც“, – განაცხადა ორბანმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024