უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონიდან 18 ჩამოაგდეს
08/10/2024
11:01
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული 19 დრონიდან 18 ჩამოადეს, ერთი დრონი კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 8 ოქტომბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით ოკუპირებული ყირიმიდან შეუტიეს, 19 დრონით კი - რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის 18 დრონი განადგურდა ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცასა და ტერნოპოლის ოლქებში, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი რუსეთში გაბრუნდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
0
0
85
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%