24/05/2022
22:56
მსოფლიო
ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა.
„[რუსეთის] შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო და ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადაურჩეს მას. ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა“, - აღნიშნა სოროსმა.
ჯორჯ სოროსის აზრით, პუტინი ახლა მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ემზადება.
„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან მისი [პუტინის] ნდობა შეუძლებელია. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“, - განაცხადა მან.
0
0